დიდი თონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ
02-10-2020

1 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა. 

მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

სეზონის I ეტაპის ტესტირებას სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია ორგანიზება. 

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203