
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებით დაიწყეს.
გაკვეთილის თემის - „ზაფხულის სიზმარი“ ფარგლებში მოსწავლეებმა დისტანციური გამოფენა გამართეს.
რადგან გამოფენის მოწყობა საკლასო ოთახში ვერ მოხერხდა, IIIდ კლასმა გადაწყვიტა პოზიტიური განწყობა შეექმნა. მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე ზაფხულის მოგონებები დაწერეს და გამოფენა დისტანციურად მოაწყვეს.
კლასის ხელმძღვნელი ფატიმა ზოიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები