წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ჭიშკარი და ფოიე მოიხატა
02-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის გარე ფასადის განახლების შემდეგ გაგრძელდა სკოლის შემოსასვლელი ჭიშკრისა და ფოიეს კეთილმოწყობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე. მან ხელოვნების მოყვარული მოსწავლეების: ნინო კირთაძის (მე-9 კლასის მოსწავლე) ქრისტინე ჩალაძის, მონიკა მანაგაძის და მარია ბერის (მე-11 კლასის მოსწავლეები) დახმარებით მოხატა გალავნის კედლები, ხოლო ინგამ დახატა გალავანზე „აი ია“.

რამოდენიმე დღის განმავლობაში მასწავლებელმა და მოსწავლეებმა  მთელი თავისი შემოქმედებითი ნიჭი ჩააქსოვეს ამ ლამაზ კედლის მხატვრობაში.

„ხელოვნების მასწავლებელმა ინგა გრძელიძემ ასევე შეასრულა შემოდგომის პეიზაჟი, რომელიც გამოიფინა სკოლის შემოსასვლელ სივრცეში. მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და ხელოვნების მასწავლებელს ინგა გრძელიძეს გვერდში დგომისა და სიყვარულისთვის. ჩვენ წინ კიდევ ბევრი საინტერესო იდეები გვაქვსგანსახორციელებელი ჩვენი სკოლის გალამაზებისა და წინსვლის რთულ მაგრამ საინტერესო გზაზე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203