ლაცორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი რეგულაციების დაცვით განახლდა
02-10-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სკოლის კედლებში განახლდა.

სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია.

სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

პედაგოგებმა და დირექტორმა მათ ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვეს.

„ბედნიერი სასწავლო წელი ჩემო საყვარელო ბავშვებო!“-წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203