საირხის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
02-10-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. საინტერესო აქტივობებით ყველა მონაწილემ ისიამოვნა.

„მართლაც, რა უინტერესო იქნებოდა სამყაროში ყველა ერთ ენაზე რომ საუბრობდეს...

26 სექტემბერს ენების ევროპული დღე ჩვენს სკოლაში გრანდიოზულად აღინიშნა, მადლობა გოეთეს ინსტიტუტს, რომელმაც საოცარი რესურსები მოგვაწოდა, მადლობა თითოეულ მონაწილეს და ღონისძიებაში ყველა ჩართულ პედაგოგს, მადლობა ლიდერებს - ირინკა კირკიტაძეს და ლიზი კურტანიძეს.

ღონისძიებაში 6 ჯგუფი მონაწილეობდა, აქტივობები მოიცავდა: „ვიქტორინა ევროპა“, „ერთი ხმა, ერთი დროშა“, ევროპული სიმღერების, ცეკვების აუდიო და ვიდეო მასალის მოსმენას, გამოცნობას, კარაოკეს..

დიდი სიამოვნება მიიღო ყველა მონაწილემ, დიდი მადლობა ჟიურის წევრებს თანადგომისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203