
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომის შესახებ ისტორიის გაკვეთილები ჩატარდა. მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები. მათ გაიხსენეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირებს.
„აფხაზეთის ომიდან, რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა, საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, 20 წელი გავიდა. ოფიციალური ცნობით კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. დევნილთა ერთი ნაწილი წყალტუბოში დამკვიდრდა და აქ გააგრძელეს ცხოვრება. 28 სექტემბერს ამ თემებს მიეძღვნა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის გაკვეთილები VIIბ (მასწავლებელი თეა ბობოხიძე) და XIბ (მასწავლებელი იზო ჯანგავაძე) კლასებში. მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები. გაიხსენეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები