ყელქცეულის საჯარო სკოლასა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
02-10-2020

გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლასა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეებს წარმოადგენდნენ ქალბატონები: ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე და იულია ხარაშვილი.

„მემორანდუმის მიზანია, მხარეების თანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით მოხდეს Covid-19-ის პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების ეფექტიანი მხარდაჭერა ახალ რეგულაციებთან მიმართებაში.

მადლობა ქალბატონ იულიას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203