
ბათუმის N14 საჯარო სკოლას კიდევ ერთი გამორჩეული, ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს - მე-2 კლასელი საბა ხომერიკი. საბა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურადაა ჩართული და წარმატებებსაც აღწევს.
საბას დედამ - თამუნა მორგოშიამ ტესტის შედეგით გამოწვეული ემოციები გაგვიზიარა:
„ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ თითოეული შედეგით. საბას ყველაზე მეტად შემაჯამებელი ტესტი მოსწონს და ისიც, რომ პერსონალური დიპლომის მიღების საშუალება ეძლევა. დღეს კიდევ ერთი დიპლომი შეემატა ჩვენს კუთხეს“.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.