
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ საჯარო ლექციას დაესწრნენ.
საჯარო ლექცია თემაზე -„გერმანელები საქართველოში“, ახალგაზრდებისთვის, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაცნობის მიზნით, ჩატარდა.
ლექციას ისტორიკოსი ლევან ჟვანია უძღვებოდა.
სკოლა ლევან ჟვანიას მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები