
აბაშის მუნიციპალიტეტის გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ცოდნისთვის პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ.
ამჯერად, გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაში მაღალი ქულები მიიღეს, ამის დასტურად კი სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეებს: გვანცა სურგულაძეს, თემურ ჭიქაშუასა და ლიზი შუბლაძეს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები