
ჯემალ ქათამაძის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული მოსწავლე მესამეკლასელი გელა გაბაიძეა, რომელმაც izrune.ge-ს თბილი შეტყობინება გაუგზავნა.
„მე გელა გაბაიძე ვარ. სამი წელია, რაც ჩართული ვარ პროექტ izrune.ge-ში. როცა სკოლაში დიპლომები მიმქონდა, ჩემი მასწავლებელი ნანი ბალაძე კედელზე აკრავდა. ძალიან ვამაყობთ ჩვენი დიპლომებით და აგრეთვე ჩვენი კლასით. სეზონის პირველი თვეც, ოქროს დიპლომით დავიწყე. იმედია კიდევ ბევრს მოვიპოვებ! მადლობა izrune.ge-ს“.
დღეს, 1 ოქტომბერს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათია“.