ინგირის N2 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს მობილიზებულად შეხვდა
01-10-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N2 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს მობილიზებულად შეხვდა.
covid-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც სისტემატურად მიმდინარეობს.
„სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს ნორმალურად ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. ამჟამად, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების შერეული (ჰიბრიდული ) მეთოდით“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.