
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი მონდომებით გაიარეს. მათგან სამმა: ნინო ლაკვეხელიანმა, მარიამ მახარობლიძემ და ანნა ურთმელიძემ ოქროს დიპლომები აიღეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები