
ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ხალიანმა სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის ბრინჯაოს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.