ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
მათ შორის, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ნინო მიქაუტაძემ და გეგა
გასვიანმა შემაჯამაბელი ტესტი წარმატებით გაიარეს და
izrune.ge-ს ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო