ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგები ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორს შეხვდნენ
01-10-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლაში, „ახალის სკოლის მოდელის“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ნანა გუჯეჯიანთან - ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორთან (წარმომადგენელი).

„ნანა გუჯეჯიანმა მასწავლებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უნდა შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და რამდენიმე მასწავლებლის მონაწილეობით, რომელიც დაესწრება მას შეხვედრაზე და იქ განხილულ  ინფორმაციას გადასცემს შესაბამის მასწავლებლებს.

შეხვედრები დაიგეგმა ყოველ სამშაბათ დღეს მთელი წლის განმავლობაში გაკვეთილების შემდეგ 15:00 საათზე.

ასევე ნანა გუჯეჯიანმა მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც დეტალურად გასცა პასუხები.

შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ და დაგეგმეს შემდგომი შეხვედრის საკითხები“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203