მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კლიმატის ცვლილების კვირეულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
01-10-2020

27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის ცვლილების კვირეული აღინიშნა, რომლის ინიციატორი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამართულ კვირეულში მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო ესეები და სლოგანები მოამზადეს.

დასკვნით ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიერ მარელისის სკოლის მოსწავლეები: ნონა ყიფიანი, ნია ყიფიანი, ნინო ყიფიანი, მარიამ ტაბატაძე, ლუკა ტაბატაძე, ლალი ტაბატაძე, ნინო არევაძე, სალომე მაღრაძე შესაბამისი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

სკოლიდან საპრიზო ადგილზე გავიდა ესსე, ასევე სლოგანი, რომელიც ბანერზე იყო განთავსებული და ქუჩაში დაიდგმება. გამარჯვებული ესეს ავტორია მე-6 კლასის მოსწავლე ლალი ტაბატაძე. (ხელმძღვანელი ირინა კუპატაძე). საუკეთესო სლოგანის ავტორად დასახელდა მე-9 კლასის მოსწავლე ნინო არევაძე, (ხელმძღვანელი ინგა ვეფხვაძე).

„ვულოცავ ამ ღირსეულ წარმატებას ყველა მოსწავლეს და პედაგოგს. მადლობა სკოლის აღიარებისა და წარმოჩენისათვის. განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ხათუნა მანჯავიძის ხელმძღვანელობით ასეთი მასშტაბური და საინტერესო პროექტისათვის, სკოლებისა და  მოსწავლეების მხარდაჭერისათვის. ასეთი ღონისძიებები მიმართულია საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად - კლიმატური ცვლილებების გამომწვევ მიზეზებსა და მისი შერბილების ღონისძიებების შესახებ და ზრდის თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით მოსწავლეთა პასუხისმგებლობას“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203