
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ვაკო კობახიძე მონაწილეობდა CENN - ის ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკში, რომელსაც ბულაჩაურის მწვანე ცენტრი მასპინძლობდა.
„კონკურსის წესით შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები გარემოსდაცვით, დემოკრატიის, მოქალაქეობის, ადვოკატირების, ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ. ბანაკის მონაწილეები საველე გასვლით იმყოფებოდნენ თრუსოს ხეობას და ჯუთაში, სადაც ისინი გაეცნენ არსებულ ბუნებრივ რესურსებს.
CENN-ის მწვანე ბანაკის ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უკვე წლებია ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა თემებზე და ახალი შესაძლებლობების შექმნას მომავალი ლიდერებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები