კერძო სკოლა „მერმისში“ პირველკლასელთა 27-ე მიღება გაიმართა
01-10-2020

თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ პირველკლასელთა 27-ე მიღება გაიმართა. დირექციამ ყველაზე პატარების საზეიმო განწყობაზე იზრუნა და საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრა. პედაგოგები პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ, მიესალმნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განაახლა. სკოლის დირექციამ და თითოეულმა მასწავლებელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203