საირხის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შექმნილი რესურსების გამოფენა მოეწყო
01-10-2020

ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლა ჩართულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სასკოლო პროექტი „კათედრების ეფექტური თანამშრომლობა“.

პროექტის დასასრულს სკოლის ღია სივრცეში მოეწყო ინტეგრირებული რესურსების გამოფენა-ფესტივალი, ღონისძიებას ესწრებოდნენ: მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარი მაჭარაშვილი, საჩერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203