
ბათუმის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ - izrune.ge-სთან ერთად დაიწყეს.
izrune.ge-ს დიდი ოჯახის ერთ-ერთი აქტიური წევრი, მეორეკლასელი გიორგი დავითაძე კვლავ ოქროს დიპლომის მფლობელია.
გიორგის დედამ, მზიური ქამადაძემ თავისი ემოციები გაგვიზიარა:
„გიორგი უკვე მეორე წელია izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა. მას არც ერთი ტესტი არ გამოუტოვებია და ოქროს დიპლომებიც შეაგროვა.
ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა და უნდოდა პირველი შემაჯამებელი ტესტი გაევლო. მან ეს წარმატებით მოახერხა.
გიორგის უკვე იცნობთ, რადგან მან 2019 წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტი პირველმა გააკეთა და თავი გააცნო izrune.ge-ს შემოქმედებით გუნდს.
მადლობა თქვენ, რომ მოტივაციას მატებთ და წარმატების გზას უკვალავთ ჩვენს შვილებს გიორგის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მზრუნველ დამრიგებელს - თინიკო ჩხაიძეს“.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.