
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყეს.
ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყოს.
„ყველას გილოცავთ ნანატრი ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას“,-მიმართა დირექციამ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები