
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ამჯერადაც, შემაჯამებელი ტესტი გაიარეს მოსწავლეებმა: ვიკა აბაშიძემ, მარი პაქსაძემ, ბაჩანა პაქსაძემ, დავით ფუტკარაძემ, დიანა დიასამიძემ, ონისე დავითაძემ, ლიზა პაქსაძემ, მირიან ზოიძემ და სალომე დავითაძემ, მათგან ორმა - ვიკა აბაშიძემ და მარი პაქსაძემ ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები