თბილისის N48 საჯარო სკოლა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მისაღებად განსაკუთრებულად მოემზადა
30-09-2020

თბილისის N48 საჯარო სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზადაა. სკოლის დირექცია სასკოლო სივრცეში სწავლის გასაახლებლად გულმოდგინედ მოემზადა. 

სკოლის დირექციამ და თითოეულმა მასწავლებელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა და მოსწავლეებს სკოლაში უსაფრთხო და სანიტარულ-ჰიგიენურად დასუფთავებული გარემო დახვდებათ.

სკოლა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ხვალ მიიღებს. სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებს დაახვედრებენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203