
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პირველ კლასელებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. მოსწავლეები გაკვეთილზე სახალისო აქტივობებში მონდომებით ჩაერთვნენ.
„მოსწავლეებმა იმოგზაურეს ანბანეთის სამყაროში და გაეცნენ ანბანის ორ ასო-ბგერას, მათ ანბანეთის სამყაროში მეგზურობა გაუწია დალი მასწავლებელმა...მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო აქტივობები და დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო