
საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებისათვის საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა. კლუბი ასევე დასაჩუქრდა სამუშაო მაგიდით, სკამებით და საჭირო საკანცელარიო ნივთებით.
სკოლა 2018 წლიდან ჩართულია პროგრამაში „მომავლის თაობა“, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ორგანიზაცია PH International ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები