
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 300 მოსწავლეზე. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები. სკოლა თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით იქნება აღჭურვილი.
„თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლეებმა ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღონ, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი. სკოლას ექნება საკუთარი წყალმომარაგება. ეზო იქნება კეთილმოწყობილი.
საჯარო სკოლის მშენებლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. მშენებლობა დასრულდება ოქტომბრის ბოლოს და სწავლას განვაგრძობთ ახალ სკოლაში“,-აღნიშნულია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.