.jpg)
სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge .
ამჯერადაც, სასწავლო წელი მოსწავლეებმა ტესტების წარმატებით შესრულებით დაიწყეს.
მე-5 კლასის მოსწავლე ლენა სებისკვერაძემ და ასევე მე-5 კლასელმა ანი მაჭავარიანმა izrune.ge-ს ბრინჯაოს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები