ხიჭაურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, ელენე მოსიძე izrune.ge-ს დიპლომი დაიმსახურა
30-09-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

მათ შორისაა მე-3 კლასის მოსწავლე ელენე მოსიძე, რომელმაც izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა და ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203