„ვამაყობთ მის მიერ მიღწეული შედეგით“ - სურამის N1 სკოლის მოსწავლემ, გურამი თოფურიამ ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარა
30-09-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გურამი თოფურიამ ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდა - IELTS წარმატებით ჩააბარა. მოსწავლემ ჯამური ქულა 8.5 მოიპოვა. 

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს. 

„ჩვენი წარმატებული მოსწავლე გურამი თოფურია. ვამაყობთ მის მიერ მიღწეული IELTS-ის გამოცდის შედეგით - 8.5 ჯამური ქულა. ულევ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ!“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203