მეძიბნის საჯარო სკოლა მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოში მისაღებად მზადაა
30-09-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლა სრულად მოემზადა ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის.

განახლდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს, სადარბაზოებს და საპირფარეშოებს. სკოლაში ყველა კაბინეტსა და საკლასო ოთახებში ჩატარდა დეზინფექცია. გამოიკრა საინფორმაციო პლაკატები, სტიკერები და სხვა თვალსაჩინოებები. 

სკოლა სრულად იყო მზად ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის, მაგრამ მოგეხსენებათ აჭარის რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაცია და შესაბამისად სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203