ვანთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი რეკომენდაციების მკაცრი დაცვით დაიწყო
30-09-2020

თელავის მუნიციპალიტეტის ვანთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად დაიწყო. მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებათ. სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა რეკომენდაცია მკაცრად დაცულია.

„სკოლას მონატრებული მოსწავლეები და მასწავლებლები ენთუზიაზმით შევუდექით სასკოლო ცხოვრებას. მართალია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები და რეგულაციები დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია რაც გათვალისწინებულია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. იმედია, სასაწავლო წელს დავასრულებთ შედეგიანად და, რაც მთავარია ჯანმრთელად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203