ბათუმის N14 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა რევიამ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
30-09-2020

გაიცანით ბათუმის N14 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე - ანა რევიაა, რომელიც მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის - izrune.ge-ს აქტიური მონაწილეა.

მან ოჯახი კიდევ ერთხელ ასახელა და 2020-2021 წლის პირველ შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა.

ანას დედა - ნათია ჩიქოვანი შვილის და თავის ემოციებს გვიზიარებს:

„ანა ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება და განსაკუთრებულ განცდებშია, რადგან უნდა, რომ უმაღლესი ქულა აიღოს და ასახელოს, პირველ რიგში, მასწავლებელი, კლასი და გარშემომყოფები. შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღე კი განსაკუთრებით უყვარს, რადგან იცის, რომ დიპლომი ელოდება, სადაც მისი ფოტოა და რომელსაც სიამაყით აჩვენებს ყველას.
მადლობა მასწავლებელს ჯავიდან ჩაზმავას, რომ ასე განაწყო ბავშვი პირველი კლასიდანვე და რა თქმა უნდა, izrune.ge-ს გუნდს, ასეთი საგანმანათლებლო და სახალისო გზა რომ მოძებნა ბავშვებისთვის თვალსაწიერის გასაფართოებლად“.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203