როგორ უნდა მოიქცეთ თუ გსურთ თქვენმა შვილმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს - მშობლებისთვის ინფორმაცია გავრცელდა
30-09-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ მშობლებს მიმართავს, რომლებსაც დისტანციური სწავლების რეჟიმით სარგებლობა სურთ.

„თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მშობლებს რომ არჩევანის საშუალება ექნებათ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წინა კვირის ბოლოს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მშობლებს სკოლები დაუკავშირდებოდნენ. მშობლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ შვილებს დისტანციურად ასწავლონ თუ დასწრებით - მიხეილ ჩხენკელი დეტალებზე

იხილეთ ასევე:

რომელი სკოლები გადადიან დისტანციურ სწავლებაზე? - განათლების სამინისტროს განცხადება ახალი შეზღუდვების დაწესებაზე

სკოლებზე გადაწყვეტილება უცვლელია, ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება, უნივერსიტეტები - 19 ოქტომბერს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203