რას ამბობს სკოლის დირექტორი, რომლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი აქვს - პედაგოგები თვითიზოლაციაში არიან
29-09-2020

შავშვების საჯარო სკოლის მე-2 და მე-10 კლასის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდნენ. ამ დროისთვის მოსწავლეთა თანაკლასელებს ტესტი უტარდებათ. როგორც სკოლის დირექტორმა მარინე მჭედლიძემ etaloni.ge-ს განუცხადა, დაინფიცირებული მოსწავლეები სკოლაში ბოლოს 24 სექტემბერს იყვნენ.

„თანაკლასელებს ჩაუტარდათ ტესტირება, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მათი ტესტირება, პედაგოგები მოგვიანებით შემოწმდებიან. ბავშვი რომ იყო სკოლაში 24 სექტემბერს, იქიდან მე-12 დღეს ჩაუტარდებათ მასწავლებლებს ტესტი, მანამდე ყველა პედაგოგი თვითიზოლაციაშია, ვინც კონტაქტში იყო ამ ბავშვებთან. დღეს სკოლაში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს, ჯგუფს ველოდებით, შემდეგ, ალბათ, დისტანციურ სწავლებაზე გადავალთ. გარკვეული საკითხები შესათანხმებელია“,-განაცხადა სკოლის დირექტორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203