ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემო არის შექმნილი
29-09-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში შექმნილია უსაფრთხო სასწავლო გარემო. სკოლამ გაითვალისწინა კორონავირუსის წინააღმდეგ დადგენილი პრევენციული რეკომენდაციები და გაიარა გეგმური ინსპექტირება. შესაბამისად, აღჭურვილია სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

სკოლის დირექცია პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 

„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ნაყოფიერ, შემოქმედებით საქმიანობას, წარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203