
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მოსწავლეებმა ილუსტრირებული პრეზენტაციის მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის - რა არის კორონავირუსი, როგორ ვრცელდება იგი, როგორ დავიცვათ თავი ვირუსისაგან.
თემატური შეხვედრა კორონავირუსის შესახებ საბავშვო სახელმძღვანელოზე დაყრდნობით წარიმართა.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილი სახელმძღვანელო ინსტრუქციები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები