თბილისის N106 საჯარო სკოლას 4 წამყვანი მასწავლებელი შეემატა
29-09-2020

თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის ოთხ პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული პროფესიული წინსვლის სქემაში და მათ ყველა აქტივობა წარმატებით გაიარეს. დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მათ წინსვლას.

„აღსანიშნავი და ჩვენი სკოლის საამაყო ფაქტია, რომ სკოლის პედაგოგებმა: ცირა ბახტაძემ, მაია ჩეკურიშვილმა, ელზა ჭიკაძემ და სოფიკო მეხაშიშვილმა, თავიანთი ძალისხმევით, მონდომებით, მაღალი პროფესიული კომპეტენციის გამოვლინებით წარმატებით გაიარეს მასწავლებლის პროფესიული სტატუსის ასამაღლებელი ყველა ეტაპი და მოიპოვეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. 106-ე სკოლის ყველა თანამშრომელი ვამაყობთ ამ ღირსეული მასწავლებლებით!

„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტოთ სწავლა!“ - ამ სიტყვების შეხსენებით იწყებს ჩვენი ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ გულორდავა, ყოველ ერთობლივ შეკრებას. 106-ე სკოლა ღირსეულად ზრუნავს ღირსეული ადამიანების აღზრდაზე!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203