„კიდევ თითო ოქროს დიპლომი შეგვემატა“-ბათუმის N8 სკოლის მოსწავლე ძმებმა, ლუკა და შაკო ფუტკარაძეებმა izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარეს
28-09-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

გაგაცნობთ ერთ-ერთ მზრუნველ ოჯახს ბათუმიდან, რომლისთვისაც შვილების განათლების მოტივაციაზე ზრუნვა პრიორიტეტულია!

ეს წარმატებული ბიჭები, ძმები - ლუკა და შაკო ფუტკარაძეები ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან.

ძმებმა პირველ შემაჯამებელ ტესტს წარმატებით გაართვეს თავი და ემოციები გაგვიზიარეს:

„გამარჯობა. დიდხანს ველოდებოდით ამ დღეს. კიდევ თითო ოქროს დიპლომი შეგვემატა მე და ჩემ ძმას. დიდი მადლობა izrune.ge-ს ჩვენზე ზრუნვისთვის. ყოველი ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა ხალისით იწყება ჩვენს ოჯახში, izrune.ge-სთან ერთად“.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203