ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
28-09-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო  სკოლაში, 24 სექტემბერს, გაკვეთილების შემდეგ, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ პირველი შესარჩევი ტური ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VIII - XI კლასის მოსწავლეები, სულ 19 მოსწავლე.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ „ეტალონის“ მასწავლებლები - ზაზა ლიკლიკაძე და ქეთო სულამანიძე.

ოლიმპიადის პირველი ტურის მიმდინარეობაზე მონიტორინგს მასწავლებლებთან ერთად ახორციელებდა სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი  და დირექტორის მოადგილე  სასწავლო - აღმზრდელობით დარგში დავით რობაქიძე.

ოლიმპიადის მსვლელობის დროს მოსწავლეები დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ტესტის შევსებას. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობამ (18 მოსწავლემ)  აირჩია  ვერსია „თამამი“.

მოსწავლეების ნამუშევრები შემოწმდა „ეტალონის“ მასწავლებლების - ზაზა ლიკლიკაძისა და ქეთო სულამანიძისა მიერ. 

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო  სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს  ინტელექტ-ჩემპიონატის მომდევნო ეტაპებზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203