გაიცანით, ქუთაისის N30 სკოლის მეორეკლასელი გიორგი პაპიძე, რომელმაც izrune.ge-ს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა
28-09-2020

გაიცანით, მზრუნველი მშობელი თეო ჯანელიძე და მისი წარმატებული და ყოჩაღი შვილი გიორგი პაპიძე, რომელიც ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.

გიორგი პირველი მოსწავლე იყო, ვინც izrune.ge-ს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი გაიარა.

ტესტის შედეგით გახარებულმა მშობელმა თბილი შეტყობინება გამოგვიგზავნა:

„გიორგი უკვე მეორე წელია izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა. მას არც ერთი ტესტი არ გამოუტოვებია და ოქროს დიპლომებიც შეაგროვა. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ელოდა და უნდოდა პირველი შემაჯამებელი ტესტი პირველს გაევლო და მან ეს წარმატებით მოახერხა.
გიორგის უკვე იცნობთ, რადგან მან 2019 წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტიც პირველმა გააკეთა და თავი გააცნო izrune.ge-ს შემოქმედებით გუნდს. მადლობა თქვენ, რომ მოტივაციას მატებთ და წარმატების გზას უკვალავთ ჩვენს შვილებს გიორგის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მზრუნველ დამრიგებელს- სოფიკო კუხიანიძეს“,- აღნიშნავს თეო ჯანელიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203