თბილისის N106 სკოლის დირექტორმა პედაგოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში თაობათა აღზრდას ემსახურებიან, „საპატიო მასწავლებლის“ ტიტული მიანიჭა
28-09-2020

თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, თენგიზ გულორდავას ინიციატივით, სკოლაში „საპატიო მასწავლებლის“ ტიტული დაწესდა, რომელსაც ყველა ის დამსახურებული პედაგოგი მიიღებს, რომელიც წლების განმავლობაში სკოლის კედლებში ემსახურება თაობათა აღზრდას.

„აღსანიშნავი და მისაბაძია, სკოლის ხელმძღვანელის მიერ გამოვლენილი დამოკიდებულება, კოლეგების შრომის დაფასება და გულითადი მადლობის გადახდა. ამ ტიტულის პირველი მფლობელები გახდნენ სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები - ქალბატონი დოდო კალანდაძე და ქალბატონი ნანა მელაძე. მასწავლებლები, რომლებმაც 44 წელი გაატარეს ჩვენი სკოლის კედლებში, არაერთი ღირსეული ადამიანი აღუზარდეს ჩვენს სამშობლოს, წინა სასწავლო წელს ღირსეულად დაემშვიდობნენ სასკოლო ცხოვრებას. ეს პატივცემული ქალბატონები  106-ე სკოლის თითოეული თანამშრომლისთვის ძვირფასი ადამიანები არიან. სკოლის ხელმძღვანელმა, ბატონმა თენგიზ გულორდავამ, ორივე პედაგოგი თანამშრომლების გარემოცვაში, საზეიმოდ, N106 სკოლის საპატიო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოვა. ჩვენ პატივს ვცემთ და ვამაყობთ მათით!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203