მახოს საჯარო სკოლის მოსწავლე დიმიტრი მსხალაძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
28-09-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

ალბათ, გემახსოვრებათ მეხუთე კლასის მოსწავლე - წარმატებული, სასახელო ბიჭი, დიმიტრი მსხალაძე. დიმიტრიმ თავისი შედეგით და მოტივაციით ოჯახი ამჯერადაც ასახელა.

„დიმიტრის ძალიან ახარებს ტესტის დღე და დიდი მონდომებით იწყებს შესრულებას. წინასწარ გვაფრთხილებს: ჩემი აზრი მინდა გამოვხატო და თქვენ არ ჩაერიოთო. მე მიხარია ძალიან და ვეთანხმები. მირჩევნია თვითონ გასცეს პასუხი, რადგან უფრო დაამახსოვრდება და არასდროს დაავიწყდება“,- ამბობს მშობელი გუგული გენჯაძე.

27 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203