ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექცია 13 პედაგოგს წამყვანის სტატუსს ულოცავს
28-09-2020

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა, რეგულაციების სრული დაცვით, მზად იყო ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, მაგრამ, ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, უსაფრთხოების მიზნით, გადაწყდა, სასწავლო პროცესი განახლებულიყო 21 სექტემბერს.

სკოლა ჩვეული ენერგიით შეუდგა სასწავლო პროცესს.

„ახალ სასწავლო წელს  სკოლის, კიდევ 13  პედაგოგს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. შარშან  ეს წოდება 1 პედაგოგმა, ფილოლოგმა  ირმა ბაბულაშვილმა მოიპოვა, წელს კი მას ელზა ზიბზიბაძე, მაკა ფხაკაძე და ნინო კირკიტაძე (დაწყებითები), ირმა ზარნაძე და  ლელა კაპანაძე (მათემატიკა), ლელა ჯაფარიძე, ასმათ გიორგაძე და მაია ბარბაქაძე (ქართული), ხათუნა ებანოიძე (გეოგრაფია), სოფიო გაჩეჩილაძე, მედეა მეტრეველი და თეა ყვავაძე (ინგლისური), ნაირა კოსტავა (ხელოვნება) დაემატნენ. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი,  ულოცავს პედაგოგებს, დამსახურებულ წარმატებას, რომელიც შრომით, მონდომებით,  მიზანდასახულობით მოიპოვეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203