„მადლობა, რომ გაგვილამაზეთ დისტანციური სწავლის პროცესი“-თხილნარის N2 სკოლის პირველკლასელმა რატი ტეტემაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
ეს ბედნიერი, დღევანდელი შედეგით ამაყი ბიჭი რატი ტეტემაძეა - თხილნარის N 2 საჯარო სკოლის პირველკლასელი, რომელმაც ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა.მზრუნველი მასწავლებელი ნონა ფუტკარაძე გვწერს:
„რატი დიდი მონდომებით ელოდა პირველ კლასში შესვლას და უნდოდა
izrune.ge-ს ტესტების გავლა. რატი ტაშის დაკვრით და ოვაციებით შეხვდა 100 ქულას. ასე თქვა: კიდევ მინდა გავაკეთო ტესტებიო და სულმოუთქმელად ელოდება შემდეგ ხუთშაბათს. მე თვითონ მასწავლებელი ვარ და ხედავს, როგორი მონდომებით მუშაობენ ჩემი მოსწავლეები, რაც მოტივაციას მატებდა. მადლობა izrune.ge-ს, რომ გაგვილამაზეთ დისტანციური სწავლის პროცესი“,- აღნიშნავს პედაგოგი.