14 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც 3 სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა - „ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან“​
28-09-2020

ზუგდიდის სამ სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ამის მიზეზი 14 მოსწავლის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 200 ადამიანი გაიტესტა აქედან 20 პირს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტებისა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 173 ადამიანი“, - აცხადებს მალხაზ თორია.

იხილეთ ასევე: კორონავირუსი კიდევ 6 პედაგოგს დაუდასტურდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203