საბავშვო ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება ყველგან, გარდა აჭარისა
28-09-2020

„12 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, სააღმზრდელო წელს განაახლებენ ბაღები“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 ოქტომბერს დაუბრუნდებიან უნივერსიტეტებს და პროფესიულ სასწავლებლებს სტუდენტები და სწავლას ჩვეულ რეჟიმში არადისტანციურად გააგრძელებენ.


იხილეთ ასევე: სკოლებზე გადაწყვეტილება უცვლელია, ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება, უნივერსიტეტები - 19 ოქტომბერს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203