
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვა.
სკოლამ წარმატებით გაიარა შრომის ინსპექციის მონიტორინგი და სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.