სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
28-09-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ირინა სალამიძემ, რუსუდან ლომიძემ და გოგი შუბითიძემ სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას უსურვებს.

„ვულოცავთ პროფესიულ წინსვლას წამყვანის სტატუსს ჩვენი სკოლის მასწავლებლებს: ირინა სალამიძეს, რუსუდან ლომიძეს და გოგი შუბითიძეს! წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თქვენი პედაგოგიური საქმიანობა“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203