
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე დროს დაწყებითი კლასებისა და ხელოვნების პედაგოგმა, ინეზა ზამთარაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგები ინეზა ზამთარაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.